გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ
1770722037
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანია, იყოს თანამშრომლობის ხიდი.
„მინდა შევეხო პრინციპს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს როლს რეგიონში: ჩვენ ვისწრაფვით ვიყოთ დამაკავშირებელი ხიდი და არა გამყოფი კედელი.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ევროპის და აზიის გზაჯვარედინზე, შავ ზღვაზე გასასვლელით, აკავშირებს კონტინენტებს, ბაზრებსა და ხალხებს. ეს მდებარეობა ერთდროულად პასუხისმგებლობაცაა და შესაძლებლობაც.
ჩვენი, როგორც დამაკავშირებელი ხიდის როლი, ევროპისთვის სასარგებლოა, დაკავშირებადობის გაძლიერების, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისა და ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ახალი ბაზრების გახსნით თვალსაზრისით.
ეს ასევე არის საერთო ფასეულობების ხიდი.
შესაბამისად, საქართველო არა მხოლოდ საკუთარ მომავალს უზრუნველყოფს, არამედ აძლიერებს ევროპის სტაბილურობას, კეთილდღეობასა და მდგრადობას, შავი ზღვა კი რეგიონული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კარიბჭედ გვევლინება.
ისტორიით, გამბედაობითა და პრინციპებით, საქართველო მტკიცედ დგას როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ფასეულობების ერთგული ერი.
ჩვენი გზა ნათელია - დავიცვათ სუვერენიტეტი, შევუწყოთ ხელი სტაბილურობას და ვიყოთ შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის ხიდი.
დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები სცდება ტრადიციულ სამხედრო ან ეკონომიკურ საფრთხეებს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.