მაკა ბოჭორიშვილი: მსოფლიოს მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - ამ ღონისძიებაში პრემიერის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის

მაკა ბოჭორიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, მსოფლიო მთავრობათა სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა აღნიშნულ სამიტში მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით.

„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მაღალი დონის სტუმრები, როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ამ ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, როგორც ორმხრივი პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ბიზნესწრეებთან შეხვედრებისთვის და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე საუბრისთვის“. - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი სამიტის ფარგლებში ჩართული იქნება სხვადასხვა ღონისძიებაში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.

„პრემიერ-მინისტრი რამდენიმე ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას სამიტის ფარგლებში. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან. ეს, რა თქმა უნდა საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოს ინტერესების შესაბამისად პოლიტიკური დიალოგის საწარმოებლად სხვადასხვა სახელმწიფოებთან,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.