გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ და სხვა საქმეზეც წარედგინათ
1770722037
ჩვენი პორტები, სატრანსპორტო დერეფნები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა აკავშირებს რეგიონს და არა მხოლოდ, რაც საქართველოს ვაჭრობისა და შესაძლებლობების ჰაბად აქცევს, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ეს წარმატება საქართველოს გაბედული პოლიტიკის შედეგია.
მან ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მიუხედავად რეგიონული არასტაბილურობისა და გლობალური გამოწვევებისა, მათ შორის, პანდემია, ენერგეტიკული კრიზისები, კონფლიქტები და გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, საქართველომ აჩვენა განსაკუთრებული მედეგობა და მდგრადი ეკონომიკური ზრდა.
ქვეყნის მშპ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა სტაბილურად, ხოლო ისეთი სექტორები, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და ტექნოლოგიები, გამოირჩეოდა ზრდითა და ინოვაციებით.
ძლიერი ფისკალური პოლიტიკა, სტრუქტურული რეფორმები და გამჭვირვალე რეგულაციები საქართველოს სანდო პარტნიორად და საერთაშორისო ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.
ჩვენი პორტები, სატრანსპორტო დერეფნები და სავაჭრო ინფრასტრუქტურა აკავშირებს რეგიონს და არა მხოლოდ, რაც საქართველოს ვაჭრობისა და შესაძლებლობების ჰაბად აქცევს.
ეს წარმატება არის გაბედული პოლიტიკის, ღია ბაზრებისა და სტაბილურობისადმი მტკიცე ერთგულების შედეგი.
ეს გვიჩვენებს, რომ პატარა ქვეყანასაც კი, რთულ რეგიონში, შეუძლია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა, სწორი ხედვითა და გამბედაობით“, - განაცხადა მინისტრმა.