ლევან ნიკოლეიშვილი „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირებაზე: უცხოეთში ვინც დაგეგმა ეს ყველაფერი, ნუთუ, ის ვერ გაითვალისწინა, რომ მედიასთან ბრძოლა, თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით იმ მედიასთან, რომელიც მართალ სიტყვას ამბობს

ლევან ნიკოლეიშვილი

პირველ რიგში, ნება მომეცით, სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ „იმედსა“ და „პოსტვ“-ის. აქვე მინდა დავამატო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. მაპატიეთ, მაგრამ უფრო უარესიც გადაგიტანიათ და თქვენი დამარცხება შეუძლებელი გახდა მაშინაც და ახლაც ვერავინ დაგამარცხებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონულმა მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედისა“ და „პოსტვ“-ის სანქცირების თემაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მხოლოდ დასაგმობი და აღმაშფოთებელი არ არის.

„ეს არის რეალური გამოვლინება იმისა, რომ ისინი თქვენ კი არ გებრძვიან მარტო, ამ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ „იმედიცა“ და „პოსტვ“-ც წინა პლანზე აღმოჩნდით იმ დარტყმის ქვეშ, რასაც თქვენს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებენ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ის მტრები, ვისაც არ უყვარს და არ მოსწონს საქართველო და არ მოსწონს ის სიტუაცია, რაც არის - არ მოსწონთ მშვიდობა, სტაბილურობა, იმ ადამიანებმა, ვინც ეს დაგეგმეს და შეასრულეს, არ მაქვს საუბარი საქართველოში, ადგილობრივ აგენტურაზე, მე ვამბობ, უცხოეთში ვინც დაგეგმა ეს ყველაფერი, ნუთუ, ის ვერ გაითვალისწინა, რომ მედიასთან ბრძოლა, თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით იმ მედიასთან, რომელიც მართალ სიტყვას ამბობს.

მისივე თქმით, „იმედი“ და „პოსტვ“ ჟურნალისტიკაში არიან ფლაგმანები და თავიანთი საქმიანობით ქართულ საქმეს აკეთებენ.