Apple-ი iPhone-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
1746129775
კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ადამიანთან თუ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება, პოტენციურად იყვნენ პარტიის ხელმძღვანელები, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის არჩევის თემაზე საუბრისას.
„7 მაისს იგეგმება პარტიის გაფართოებული ყრილობა, სადაც საბოლოო ჯამში ავირჩევთ როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ასევე გაფორმდება გარკვეული ტიპის პარტიული გადაადგილებები ერთობლივი, გუნდური გადაწყვეტილებით. მანამდე პარტიული, რეგიონული ყრილობები ჩატარდება, კიდევ ერთხელ გაიმართება პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა და მივიღებთ პარტიულ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს იმ ადამიანთან თუ ადამიანებთან, რომლებიც შეიძლება, პოტენციურად იყვნენ პარტიის ხელმძღვანელები“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა. მან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიც დატოვა.