ლევან მაჭავარიანი: თავმჯდომარე გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ იგივე კურსით, რა კურსითაც ჩვენ მივდივართ. ჩვენი მთავარი საყრდენი არის ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას

ლევან მაჭავარიანი

„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე არსებულ კურსს გაუძღვება, რომლის მთავარი საყრდენი არის იდენტობის შენარჩუნება და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.

„თავმჯდომარე გაუძღვება „ქართულ ოცნებას“ იგივე კურსით, რა კურსითაც ჩვენ მივდივართ და შეგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი საყრდენი არის ის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს იდენტობას, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ამოსავალი რა გზითაც გააგრძელებს პარტიის წარმატებული გზით სვლას ახალი თავმჯდომარე“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

„ქართული ოცნება“ ხვალ ყრილობას გამართავს. მმართველი გუნდი სრული შემადგენლობით პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბება. გადასაწყვეტია, ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს და როგორ განახლდება პოლიტსაბჭოს შემადგენლობა.

25 აპრილს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა.