„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა მეუფე იობის ქადაგებას, სადაც მან ეკლესიაში მრევლისადმი მიმართვის დიდი ნაწილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო.
„ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ეკლესიასა და ამბიონს იყენებს მცდარი და პოლიტიკური განცხადებებისთვის. ყველას მოეხსენება, რომ ხელისუფლებას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დედა ეკლესიის მიმართ და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც საუბარია მცდარ განცხადებებზე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.