სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, ლევან ღირსიაშვილი გაეროს კატასტროფის რისკის შემცირების ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის უფროსის მოადგილეს, სებასტიან პენზინის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის განახლებისა და ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
ლევან ღირსიაშვილმა და სებასტიან პენზინიმ, ასევე, კრიზისების მართვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები განიხილეს.
ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.