დაადგინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკი ზრდას იწყებს - ახალი კვლევა
1770233760
დავიწყეთ სამგზავრო მატარებლების შეკეთების პროცესი, ზაფხულის სეზონისთვის უკვე განახლებული მატარებლები გვეყოლება, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ.
ლაშა აბაშიძემ სავაგონო დეპოში სამგზავრო მატარებლების განახლების სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ორი მატარებლის შეკეთება ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც კიდევ სამი მატარებლის განახლებაა დაგეგმილი.
„იდენტიფიცირებულია ყველა ტექნიკური პრობლემა, რაც სამგზავრო მატარებლების მიმართულებით იყო და დაწყებულია აქტიური მუშაობა სამგზავრო მატარებლების განახლებისა და მოდერნიზებისთვის“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.