1752045108
კვლევის შედეგებმა დაგვარწმუნა, რომ ამდენი ხსნის განმავლობაში სიცრუეს ტირაჟირებდნენ - გივი მიქანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ ყველა დაარწმუნა, რომ ორგანიზაციები მთელი ამ ხნის განმავლობაში სიცრუეს ტირაჟირებდნენ.
მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ყველანაირად ცდილობენ ეს მოცემულობა გადაფარონ და თავიდან აიცილონ.
"კვლევის შედეგებმა ხომ დაგვარწმუნა მთელი საზოგადოება, რომ ამდენი ხსნის განმავლობაში სიცრუეს ტირაჟირებდნენ. მიღებულმა პასუხებმაც ცალსახად დაგვარწმუნა იმაში, რომ არაფერი არ აქვთ სათქმელი, თითის გაშვერები დაიწყეს და თითქოს, კონკრეტული ორგანიზაციების ამბავი, კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმატებაში რაღაც ისე ვერ ხდება, როგორც საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინახეთ ერთი კონკრეტული ფაქტორი, რომ ეს ორგანიზაციები ცდილობენ ყველაფერს, რაღაცით გადაფარონ და აიცილონ ეს მოცემულობა. ვებ-გვერდის არ ქონა, რაღაც ფინანსური კონტექსტიდან გამომდინარე და რეგიონული ორგანიზაციების დასაბუთებით აბსოლუტურად უსამართლოა და საფუძველს მოკლებულია, რადგან ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია დღეს ვებ-გვერდის გაკეთება და ინფორმაციის ატვირთვა. კითხვა ისმის ძალიან მარტივი, რატომ უნდა ხდებოდეს ამ ორგანიზაციების მხრიდან, გარკვეული ინფორმაციის საზოგადოებისთვის დაფარვა?!" - განაცხადა გივი მიქანაძემ.