„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
სამინისტროს მიერ წარდგენილი ანგარიში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და მიღწეულ პროგრესს ასახავს.
მომხსენებელმა გარემოს დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე მიმოიხილა ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების პროცესში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების დაცვა, ნარჩენების მართვა, ქიმიური უსაფრთხოება, სამრეწველო ემისიების რეგულირება და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
სხდომაზე ასევე განიხილეს შესაბამისი კანონპროექტებისა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავებისა და მიღების სამომავლო გეგმები.