კოლექტიური ნაცმოძრაობის მცდელობაა, რომ საზოგადოებაში წარმოაჩინონ, თითქოს დაპირისპირება არსებობს მათსა და „ლელოელ ნაცებს“ შორის, ან მათსა და „გახარიელ ნაცებს“ შორის - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

"როგორც "კოლექტიური "ნაცმოძრაობა," ისე მათი პატრონები ამბობენ ერთ მარტივ რამეს, რომ ჩვენ დემოკრატიული პროცესების, ანუ არჩევნების შედეგად ვერ ვცვლით "ქართულ ოცნებას," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

"კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მცდელობაა, რომ საზოგადოებაში წარმოაჩინონ, თითქოს დაპირისპირება არსებობს მათსა და "ლელოელ ნაცებს" შორის, ან მათსა და "გახარიელ ნაცებს" შორის, რომ როგორმე საზოგადოება მოატყუონ და ამით ჰქონდეთ მცირე შესაძლებლობა მაინც მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოვა," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.