1773563479
20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ
2026 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა. ხშირად ამბობენ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული ენერგია აქვს. ამიტომაც, მას ძველად სპეციალური რიტუალებითაც აღნიშნავდნენ. ეს დღე გაზაფხულის შემოსვლასთან, ბუნების გამოღვიძებასა და ოჯახში სიახლეებისა და წარმატების შესვლასთან ასოცირდებოდა.
რა უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ წარმატებას მაღწიოთ?
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღისთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სახლი საფუძვლიანად დაასუფთაოთ და გატეხილ, მოძველებულ, გამოუყენებელ ნივთებს საბოლოოდ დაემშვიდობოთ და სახლიდან გაიტანოთ. ითვლება, რომ ამ გზით, დაგროვილ ნეგატიურ ემოციებსა და ამბებსაც ნაგავს გაატანთ. გააღეთ ფანჯრები და სახლში სუფთა ჰაერი, განახლებული ენერგია შეუშვით.
რა არ უნდა გააკეთოთ გაზაფხულის ბუნიობის დღეს?
შეეცადეთ, ამ დღეს არავის ეჩხუბოთ და ნეგატიური ემოციები არ გამოხატოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ნეგატიური ემოციები წარმატებას შეაფერხებს და თქვენს ჯანმრთელობასაც ზიანს მიაყენებს.
სახლში გადაუყრელი ნაგავი არ დატოვოთ. ის სიღარიბესა და პრობლემებს მოიზიდავს.
ამ დღეს გვიანობამდე ძილს ნუ გადაწყვეტთ. შეეცადეთ, ადრე ადგეთ.
არ ისესხოთ ფული - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
აღნიშნულ დღეს შეგიძლიათ, სიმბოლურად დაწვათ ძველი ნივთები, ფურცელი, რომელზეც ნეგატიურ გამოცდილებებს ჩამოწერთ და დაემშვიდობოთ ყველა იმ ამბავს, რომლებიც განერვიულებთ.












