დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
ჰააგის ტრიბუნალთან დაკავშირებით სრულ სიგიჟეს ვისმენთ, რადგან თავისი კრიტერიუმები აქვს, რომლის შესაბამისად განიხილება საქმეები, – პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოში საქმეების მიღებასთან დაკავშირებით მკაფიოდ გაწერილი კრიტერიუმებია.
„საქართველოს შემთხვევაში ჰააგაზე საუბარი ჩვეულებრივი მანიპულაციაა. თუ არ არის და, კი ბატონო, მიმართონ – უნდათ ჰააგის სასამართლოს, უნდათ სტრასბურგის სასამართლოს. ჩვენ მზად ვართ, საქართველოს პოზიციები სამართლებრივ ჭრილში ნებისმიერ სასამართლოში დავიცვათ. ფაქტია, რომ ეს იყო წინასწარ დაწერილი ანგარიში და წინასწარ ორკესტრირებული პროცესი. სხვა შემთხვევაში, არ ვიცი, იქნებ ორ დღეში „ჩატჯიპიტის“ დააწერინეს და ხელოვნური ინტელექტით შეაჯამებინეს, შეიძლება, ერთი-ორი შტრიხი თავადაც შეიტანეს. არ შეიძლება, ამ პროცესს სხვა ახსნა ჰქონდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.