კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს, თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას, - განაცხადა "იმედის" გადაცემაში "ღია ეთერი-დებატები" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

"მაშინ, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი პატივისცემა და ამქვეყნიურ გზაზე გააცილა საქართველოს პატრიარქი, მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო მეტი ადამიანი სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, რომელმაც ვერ მოახერხა[მისვლა], სხვანაირად გამოხატავდა თავის პატივისცემას, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არ აქვს ალტერნატივა იმ ღირებულებებს, რომელიც მოგვდგამს წარსულიდან, რომელიც არის აწმყოს შექმნილი და რომელიც არის მშობელი მომავლისა.

რაზეც ჩვენი გუნდის წევრები საუბრობენ, რომ უმნიშვნელოვანესია დავიცვათ ჩვენი ქვაკუთხედი -ოჯახი, განსაკუთრებით არასრულწლოვანები და ჩვენი შვილები, ეს არ არის რაიმე ჰიპოთეზური საფრთხე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს და მომავალში დადგეს," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.