კახა ოქრიაშვილის კომპანიამ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე - პრემიერი

პრემიერი პარლამენტში

დესტრუქციული ძალის ერთ-ერთი წარმომადგენლის, კახა ოქრიაშვილის კომპანია „პე ეს პემ“, ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300-პროცენტიანი ფასნამატები გააკეთა, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წამლების ფასი, რომელიც გამოწვევა იყო მოქალაქეებისთვის.

„70-დნ 80-მდე შემცირდა წამლების ფასი, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი, მაშინ 200 მილიონი დაზოგა ჩვენმა ხალხმა. რეფერეტული ფასები დავაწესეთ. აქვე მინდა, გამოვეხმაურო დესტრუქციული ძალის ერთ-ერთი წარმომადგენელს კახა ოქრიაშვილის კომპანია „PSP“, რომელმაც თქვენ ნახეთ, რომ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300-პროცენტიანი ფასნამატები გააკეთა, რაც რა თქმა უნდა, არ დარჩება რეაგირების გარეშე. დაუყონებლივ მოხდება ამაზე რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.