კახა კალაძე: მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა

კახა კალაძე

საქართველო თავისი ადგილმდებარეობით დამაკავშირებელია აზიისა და ევროპის, შავი ზღვა გეოპოლიტიკური თვალსაზრისთ ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არაღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ობიექტური კვლევა საქართველოს წინსვლას აღიარებს.

„ეს არის, რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. ჩვენი ბევრი მხარდამჭერიც ბევრ კითხვას სვამდა, თუ რატომ ვიღებდით ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, რომ შევხედავთ ჩვენს განვლილ წლებს, პოლიტიკურ სვლებს, დღევანდელი მსოფლიო რა მდგომარეობაშიც არის, ხომ მარტივია იმ შეფასების გაკეთება, რომ ხელისუფლებამ გადადგა სწორი ნაბიჯები, ქვეყანას აარიდა ძალიან დიდი უბედურება ომის სახით. ეს რა თქმა უნდა მარტივი არ იყო, უამრავი შეურაცხყოფა, შემოტევა. მშვიდობის პირობებში ბევრ ადამიანს უჭირს იმის შეფასება, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.