ჯაბა სამუშია: ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია წარმოადგინა პრემიერმა, კვლევა აჩვენებს, რა მიმართულებით არის დეფიციტი და რა მიმართულებითაა შესაძლებელი ახალი სპეციალობების განვითარება

ჯაბა სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შრომის ბაზრის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პრეზენტაცია წარადგინა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია ზოგადად საუნივერსიტეტო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად.

ამასთან, ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ ასეთი სახის კვლევები პერმანენტულად უნდა ჩატარდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია წარმოადგინა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების და, ზოგადად, უნივერსიტეტების პოლიტიკა გარკვეულ კავშირში იყოს ბაზართან, კერძო სექტორში დასაქმების პოლიტიკასთან. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ზოგადად საუნივერსიტეტო სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. ამიტომაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ პერმანენტულად, გარკვეული დროის შემდეგ კვლავ უნდა ჩატარდეს ასეთი კვლევა. ეს აჩვენებს, რა მიმართულებით აქვს ქვეყანას დეფიციტი, რა მიმართულებით არის შესაძლებელი ახალი სპეციალობების განვითარება და ასე შემდეგ“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.