ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი

"ჩვენ ყველა ქვეყანაში, ძირითადად, არჩეულ ლიდერებთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ასევე ვესაუბრებით და ვხვდებით ყველა გავლენიან ქართველს საზოგადოების მთელ სპექტრში - იქნება ეს ბიზნესი, კულტურა, მედია თუ სხვა",- ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

"ბატონი ივანიშვილი, ცხადია, ძალიან გავლენიანი ქართველია, მან საკუთარი წვლილი შეიტანა ბიზნესში, განათლებაში, არის ფილანტროპი და დააარსა პარტია, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. ბევრი ქართველი პატივს სცემს მის კონტრიბუციას. მან გადაწყვიტა, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად, ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს, მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკიდან",- განაცხადა დეგნანმა.