გიგა ავალიანის დედის პირველი კომენტარი, მას შემდეგ რაც მოსამართლის გადაწყვეტილება მოისმინა
1780391870
გერმანელი დიპლომატების არადიპლომატიური ნაბიჯები - ბერლინში საქართველოს ელჩისთვის აგრემანის გადაცემიდან 8 თვის შემდეგ, რწმუნებათა სიგელის მიღების თარიღი ისევ გაურკვეველია.
ოფიციალური ბერლინი პროცედურის გაჭიანურების მიზეზებზე დუმილს ინარჩუნებს. პარალელურად კი საქართველოში გერმანიის ელჩი მთავრობას ისევ აკრიტიკებს და ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებს.
პიტერ ფიშერისა და გერმანიის მთავრობის გადადგმულ ნაბიჯებს "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკურ დემარშს უწოდებენ.
„ჩემთვის ის ელჩი არ არის. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადადგამდნენ ძალიან რადიკალურ ნაბიჯს მისი ასეთი საქმიანობიდან გამომდინარე, პირდაპირ ვენის კონვენციიდან გამომდინარე, არავითარი პირადი შეხედულებიდან გამომდინარე, არავითარი პირადი შეხედულებიდან.
მაგრამ ჩვენ ვინაიდან პატივს ვცემთ ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს და გვახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის ნებისმიერ ეტაპზე როგორც ჩვენ გერმანია, როდესაც ძალიან გვიჭირდა. მხოლოდ ამის გამოც არ გადავდგამთ ამ ნაბიჯს, იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები მიდიან და მოდიან და ქართულ-გერმანულ ისტორიაში, საქართველოს მიერ გადადგმული რადიკალური ნაბიჯი არ ღირდა რომ დაფიქსირებულიყო, სხვა დანარჩენი არგუმენტებიც არის, მაგრამ ჩემი აზრით, რაც მე ვთქვი ესეც ერთ-ერთი სწორი არგუმენტია“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.