ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ ეს არის ლუზერების ალიანსი, ეგოებისთვის იბრძვიან, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერია - ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

 ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება აჩვენებს, რომ ეს არის ლუზერების ალიანსი, წაგებული სკამებისთვის ბრძოლა ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ეგოები დიდია.

„ვიცით, ამ ადამიანებს რამხელა ეგოები აქვთ. სწორედ ამ ეგოებისთვის იბრძვიან. სხვა მხრივ, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერია. ეს ბრძოლა რა მიმართულებით წავა, ქვეყნისთვის არაფერს ნიშნავს, რადგან სამწუხაროდ, ეს ქვეყანას არაფერს აძლევს. ამ ხალხმა თავიანთი გზა აირჩიეს, რაც არის საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლა და პროცესების რადიკალური გზით ქუჩაში გადატანა. როგორც ჩანს, სააკაშვილი და მელია ქუჩის პოლიტიკის გაგრძელებას აპირებენ, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო ვერ იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.