წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
"ვინმეს თუ ჰგონია ახლა, რომ ირანი რადგან ამ მდგომარეობაშია, ირანი აღარ იარსებებს და საქართველოს ერთ-ერთი ახლომდებარე სახელმწიფო აღარ იქნება, ძალიან ცდება. სანამ ირანი არსებობს - და ირანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს და სახელმწიფო სახელმწიფოს აღიარებს - ურთიერთობის ელემენტარული სტანდარტი უნდა იყოს დაცული," - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ამით ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.
"ვინმეს თუ ჰგონია ახლა, რომ ირანი რადგან ამ მდგომარეობაშია, ირანი აღარ იარსებებს და საქართველოს ერთ-ერთი ახლომდებარე სახელმწიფო აღარ იქნება, ძალიან ცდება. სანამ ირანი არსებობს - და ირანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობს და სახელმწიფო სახელმწიფოს აღიარებს - ურთიერთობის ელემენტარული სტანდარტი უნდა იყოს დაცული.
თუ ისტორიას გავყვებით, მაშინ ჩვენს გარშემო ხელი არავის უნდა ჩამოვართვათ. ეს არის ცეცხლზე ნავთის დასხმა. ამას ორი მიზანი აქვს: ერთი - რომ უცხოეთში საქართველოს იმიჯი შეილახოს და ისრაელთან ჩვენი დამოკიდებულება რამენაირად დაზიანდეს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.