1758051983
ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლების გადაბარებაზე მოთხოვნა აბსურდულ ჟანრში გადის, კანონს თუ დაარღვევენ, მათ ფანტაზიებს შესაბამისი პასუხი გაეცემა

მიტინგის ჩატარება თუ უნდათ, ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი უნდათ, ამას კანონი შესაბამის პასუხს გასცემს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების გადაბარებაზე მოთხოვნა აბსურდულ ჟანრში გადის.
„4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება. ასევე, რუსთაველის გამზირზე იქნება იმ ხალხის გარკვეული ნაწილი, ვისაც არჩევნები არ უნდა. ამით ყველაფერი დამთავრდება – არჩევნები თავისი გზით ჩატარდება, ისინი კი თავიანთ მიტინგს ჩაატარებენ. კანონდარღვევაზე რეაგირება იქნება. რა უნდათ, რა ელანდებათ? მიტინგი თუ უნდათ, ამას ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ თუ სისხლისღვრა, ნგრევა და ცეცხლი უნდათ, კანონი შესაბამის პასუხს გასცემს. კანონს თუ დაარღვევენ, მათ ფანტაზიებს შესაბამისი პასუხი გაეცემა. საქართველოში მიტინგის ჩატარება არავის უკვირს. აბსურდულ ჟანრში გადის მოთხოვნა ხელისუფლების გადაბარებაზე. არ ვიცი, რომელ ჟანრში წერია – „ხელისუფლება გადმოგვეცით, მშვიდობიანად დაგამხეთო““, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.