შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
1758119455
ფულის გათეთრების უპრეცედენტო საქმესთან და ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც დააზარალებს ეკონომიკურად ან პოლიტიკურად ან სახელმწიფოებრივად საქართველოს, შესაბამისი პასუხი გაეცემა. მისი თქმით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
"ფაქტი ძალიან მძიმეა, ის თანხების რაოდენობაც, რომელზეც პროკურატურამ გვაცნობა, გონების მიღმაა, ასტრონომიული თანხებია. მაგრამ, ერთი რამ რის დასაფიქრებელი და უნდა ვიცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ამის საჯაროდ გამოტანა შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ არის პოლიტიკურად საზიანო ჩვენთვის, ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ. ეს არ იქნება ჩვენთვის წარმართველი ძალა, არის ეს პოლიტიკურად საზიანო ჩვენთვის თუ არ არის პოლიტიკურად საზიანო. ის, ვინც გაბედავს და გადადგამს ნაბიჯს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ, დააზარალებს ეკონომიკურად ან პოლიტიკურად ან სახელმწიფოებრივად საქართველოს, ადრე თუ გვიან მას მართლმსაჯულება მიაკითხავს. ეს არის ჩვენი სტილი. ვისი ხელშეწყობით, როგორ და რა ფორმით იქნა ეს დანაშაული განხორციელებული, ამას ჩვენ პროკურატურა გვაცნობებს. რა თქმა უნდა, აქ მიჩქმალვას ადგილი არ ექნება, აზრიც არ ექნება, რომ მიჩქმალო რამე. დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ფაქტი მიჩქმალული არ იქნება, რა დონის ადამიანებიც არ უნდა იყვნენ ამაში გარეული, მას ხელს არავინ არ დააფარებს და არავინ არაფერს არ დაუმალავს ჩვენ ქართველ ამომრჩეველს,“ - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, "კურიერისთვის" ცნობილი ხდება 700 მილიონამდე უცხოური ვალუტის გათეთრების უპრეცედენტო საქმეზე დაკავებულის ვინაობა. დაკავებულია შპს "ფინის" დირექტორი კახა კოტორაშვილი. 49 წლის მამაკაცს, 2022-24 წლებში, უპრეცედენტო მასშტაბის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებენ.
გამოძიების ინფორმაციით, მან, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დიდი რაოდენობის თანხა ქვეყანაში მანქანაში მოწყობილი სამალავებით შემოჰქონდათ.
საქმეზე განცხადება გაავრცელა ეროვნულმა ბანკმა. სებ-ში თქვეს, რომ თანამშრომლობდნენ შესაბამის უწყებებთან და ჩართულები არიან საგამოძიებო პროცესში.