პრემიერი: ეუთო/ოდირისგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან, ჩვენ ველოდებით მათ 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის

ირაკლი კობახიძე

ეუთო/ოდირისგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მაგალითი 2008 წლიდან მიუთითებს იმაზე, რომ მიღებული პრაქტიკაა დაახლოებით ერთი თვით ადრე ეუთო/ოდირის მოწვევა და შემდეგ მათი მხრიდან არჩევნების დაკვირვება.

„აქაც საკმარისი დრო იყო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეუთო/ოდირისგან არ გვიკვირს საქართველოში არჩამოსვლა იმ ე.წ. ბულინგის ფონზე, რაც მათ გამოიარეს რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი მხარდამჭერების მხრიდან. ასეთ ფონზე არავის უკვირს, რომ ეუთო/ოდირმა თავი შეიკავა საქართველოში ჩამოსვლისგან, თუმცა ჩვენ ველოდებით მათ 2028 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.