1758051983
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მომზადებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 4,8463 გრამი მეთადონი (ფუძე) და ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP), რასაც უკანონოდ ინახავდნენ პირადად და ასევე, ავტომობილში. ბრალდებულებმა მათ მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) გასაღების მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს“, - ნათქვამია განცხადებაში.