როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები - ინფორმაცია მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის
1772042024
შიგნით თუ გარეთ საქართველოზე შეტევის ახალი ეტაპი როდესაც იწყება, უილსონები თუ ევროპელი „მეგობრები“ ქვეყანაზე თავდასხმას და ზეწოლას იწყებენ, ეს ერთი დიდი ქსელია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთთან ვაჭრობას და ურთიერთობას მთელი მსოფლიო ცდილობს.
„ევროპაში ლიდერი არ დარჩა, რომელიც ჩინეთში არ ჩავიდა და ეკონომიკური ურთიერთობების განახლებაზე არ ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტიც ჩინეთში ვიზიტს მარტში აპირებს. ჯო უილსონისთვის კი საქართველოა ის, ვისაც არაფრის უფლება არ უნდა გააჩნდეს გარდა იმისა, რომ უბრძანებენ, რუსეთს ეტაკე და უნდა ეტაკოს, ქვეყანა კი ამით უფსკრულში უნდა გადაჩეხოს. როცა ცეცხლის ალი დაინთება, ეს გათვლილია იმაზე, რომ ცეცხლის ალი იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის მთელ რეგიონში, რაც რუსეთს მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის. ვიღაცას ეს გეგმა ბრიუსელში თუ სადღაც კარგად წარმოუდგენია, მაგრამ ამ გეგმით რა დაემართება ქართველს და საქართველოს, მათთვის მეათეხარისხოვანიც კი არ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.