„მქონდა დეპრესია, გიორგიმ მთხოვა რომ მემკურნალა…ალბათ შუა გზაში ვეღარ გაუძლო“ – მარიამ ნაკანი მეუღლესთან დაშორებაზე

მარიამ ნაკანი

რამდენიმე დღის წინ ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა გამომწერებს უთხრა, რომ მეუღლე, გიორგი მამასახლისი მოულოდნელად წავიდა და დაშორდა. იგი დაშორების მიზეზებზე საუბრობს: 

„ეს ძალიან პირადული თემაა, ყველა დეტალს, რა თქმა უნდა, ვერ მოვყვები. ამ ყველაფერში მტკივნეული ფაქტი არის ის, რომ მე მქონდა დეპრესია. გიორგიმ მთხოვა რომ მემკურნალა. დამპირდა, რომ მკურნალობის შემდეგ, ვალენტინობას ერთად წავიდოდით საბერძნეთში. მკურნალობა თითქმის დამთავრებული მქონდა და ალბათ შუა გზაში გიორგიმ ჩემს დეპრესიას ვეღარ გაუძლო.

მე მაინც სხვა მიზეზები მგონია, რაზეც ლაპარაკი არ მინდა. ვალენტინობას წავიდა მარტო და საერთოდ დამტოვა. არ ვიცი შევრიგდებით თუ არა, ეს საკითხი მეც მაღელვებს. სიახლეებს არ გამოგაპარებთ“, – ამბობს მარიამ ნაკანი.

შეგახსენებთ, მარი ნაკანი და გიორგი მამასახლისი ერთმანეთს 21-წლიანი ცხოვრების შემდეგ დაშორდნენ.