ირაკლი ქადაგიშვილი: დიდი ხანია უკვე გაცხადებული გვაქვს, რომ გვსურს აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება. ძალიან საინტერესო გზავნილი იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდანაც

ირაკლი ქადაგიშვილი

მოგეხსენებათ, ჩვენ დიდი ხანია უკვე გაცხადებული გვაქვს, რომ გვსურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყება, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილის თქმით, ძალიან საინტერესო გზავნილი იყო სახელმწიფო მდივნის, რუბიოს მხრიდანაც.

„თქვა, რომ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაახვედრა წინა ადმინისტრაციამ საქართველოსთან მიმართებაში და რომ ისინი აპირებენ ამ ვითარების კარდინალურად გადახედვას. ალბათ ახლო მომავალში ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება ვიხილოთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდნენ.