კატები შესაძლოა ადამიანებში კიბოს მკურნალობის გასაღებს ფლობდნენ
1772131887
დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება გალაშქრებაა ქვეყნის სუვერენიტეტზე, დემოკრატიასა და ხალხის არჩევანზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მეხუთე კოლონა რამენაირად გადარჩეს.
„მათ არჩევნებში პერსპექტივა არ აქვთ, რევოლუციებს და გადატრიალებებს ვერ აწყობენ. ამიტომ, მეხუთე კოლონას ჟანგბადი უნდა მიაწოდონ, მათთვის სასიცოცხლო შხამი უნდა გადაყლაპონ. ეს ინფორმაცია სწორედ მათი მიწოდებულია, რადგან ღიად ამბობენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ სანქციების შემოღების მიზნით, მათ სხვა მორალური ბაზა არ აქვთ, რომ საქართველოში მათი პოლიტიკა წარმატებული იყოს. გათვლაა, ქართველი ხალხი დაზიანდეს. ეს ყველაფერი რადიკალებისთვის სასიხარულოა, რადგან ჰგონიათ, რომ ეს სანქცია გამარჯვებას მოუტანთ. უხარიათ, რომ თავისუფალ სიტყვას თუ ჩაახშობენ, ამით გაიმარჯვებენ. ხელისუფლებაში როცა იყვნენ, ყველა ტელევიზია გააუქმეს და ნიკა გვარამიას სტუდიაში განაცხადეს, რომ ახალი ამბები იქ კეთდებოდა. ეს ყველას უნდა გაეზიარებინა, სხვანაირი კითხვის დასმის საშუალება არ არსებობდა. მათ ქვეყანაში არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. ამიტომ, გარეთ შეჰღაღადებენ, რომ საქართველო დაასანქცირონ, გაახარონ, იქნებ რამენაირად ეშველოთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.