ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ალბანეთში დღეიდან იწყება

 ირაკლი კობახიძე

დღეიდან იწყება საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტი ალბანეთში. ევროპული საბჭოს, ევროკომისიის, ევროპარლამენტის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი და კიდევ 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დღეს ალბანეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეექვსე სამიტზე შეიკრიბებიან.

ირაკლი კობახიძე სამიტში მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატში გასამართ დისკუსიაში.

ტირანას სამიტის მთავარი თემა უკრაინის ომია, თუმცა ლიდერები ასევე ისაუბრებენ კონტინენტის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, არალეგალურ მიგრაციაზე და ევროპის ენერგეტიკულ გამოწვევებზე.