ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების საკითხები

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „იქსში“ ეხმაურება.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის საკითხებზე ისაუბრეს.

„ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შევხვდი. ჩვენს დელეგაციებთან ერთად განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები“, – წერს ირაკლი კობახიძე.