ირაკლი კობახიძე: საბოტაჟის საქმეს სჭირდება ბოლომდე მიყვანა, კონკრეტული ადამიანები საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სუვერენიტეტს და მნიშვნელოვანია, შესაბამისი სასჯელი დადგეს

ირაკლი კობახიძე

საბოტაჟის საქმეს სჭირდება ბოლომდე მიყვანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე შესაბამისი სასჯელი დადგეს.

„საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული ადამიანები საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს სუვერენიტეტს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი. დანარჩენი სამართალდამცავი უწყებების საქმეა“, – განაცხადა პრემიერმა.