ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება
1771832155
ორჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე ჩამოსული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკა 2020 წლის შემდეგ, 50 მილიარდიდან 104 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
„ეკონომიკის ზრდა ნიშნავს – მაგალითად, რომ ნახოთ საშემოსავლო გადასახადის გადახდის მაჩვენებელი, ჩვენი მოქალაქეები ორჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს იხდიან, ვიდრე იხდიდნენ 2020 წელს, ანუ მათი შემოსავლები ორჯერ გაიზარდა. შემდეგ, არსებობს მეთოდოლოგია, რომელიც არის შეჯერებული მსოფლიო ბანკთან, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი 2020 წელს იყო 21,3 პროცენტი და ახლა არის 9,4. საშემოსავლო გადასახადს იხდიან 2-ჯერ მეტს. 2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან ჩამოსული სიღარიბის მაჩვენებელი 9,4 პროცენტამდე. ეს არის ასახული ასევე ბიზნესის ბრუნვაში ინვესტიციებში და ა.შ. საბოლოო ჯამში ძალიან კონკრეტული მყარი ინფორმაცია არსებობს, რომელიც ვერ დამახინჯდება, რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოში გვაქვს პროგრესი. თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ეს მაჩვენებელი გავანულოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.