სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში პარტიების დასახელებების ცვლილება ან დამატება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს ე.წ. ოპოზიციის ალიანსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ერთ პარტიაში, „ნაცმოძრაობაში“ აპირებენ გაერთიანებას და არჩევნებში მონაწილეობას ერთი სიით მიიღებენ“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თითოეული მათგანი 2012 წლამდეც და 2012 წლის შემდეგაც დაკავშირებული იყო და არის „ნაცმოძრაობასთან“ ან რადიკალურ ოპოზიციასთან.
„დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შეიძლება, მათ შორის დაემატოს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება, შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება, ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს სარჩელში. ამაზე ბუნებრივია, ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.
რეალურად, ორი პარტია რაც იყო წარდგენილი სარჩელში, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ახალი, ე.წ. ერთობა. „თავისუფლების მოედანიც“ „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ყველა აბსოლუტურად, 2012 წლამდე იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და 2012 წლის შემდეგაც, კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“ ან რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული, თავმჯდომარით დაწყებული და ყველა ლიდერით გაგრძელებული. მათ შორის ლევან ცუცქირიძე. მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში თავის დროზე, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში. ამის მერე მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.