2011 წელს მიზანმიმართულად კეთდებოდა თსუ-ს გამოშიგვნა, თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი, რომ მერე გაეწოვათ კერძო უნივერსიტეტებში, ილიას უნივერსიტეტში ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკტირიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, მაშინ თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა, რადგან კერძო უნივერსიტეტებში, ან ილიას უნივერსიტეტში, ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში გაეყვანათ აკადემიური პერსონალი, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა.

 

„დაფინანსება განათლების სისტემის 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, ხომ ადარებთ თქვენს ხელისუფლებას, მაშინ მხარს უჭერდით თუს-ს გამოშიგვნას. თუ რაიმე დაუსაბუთებელი იყო, ეგ იყო თსუ-ს გამოშიგვნა, რაც მიზანმიმართულად კეთდებოდა იმ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ეს დაიწყო 2006 წლიდან. 2011 წელს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც თქვენ ამას იწონებდით. 2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გამოშიგვნაში რას ვგულისხმობ, ამის მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, ერთი იყო საქართველოს უნივერსიტეტი ლექციების წასაკითხად, მეორე იყო კავკასიის უნივერსიტეტი და ორივეგან ვკითხულობდი ლექციებს. მესამე იყო ილიას უნივერსიტეტი, სადაც დეკანობაც შემომთავაზეს და რა ხდებოდა - თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი იმისათვის, რომ მერე გაეწოვათ კერძო უნივერსიტეტებში ან ილიას უნივერსიტეტში ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა, მაშინ ასე უყურებდნენ კონკრეტულ უნივერსიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განათლების დაფინანსება 2012 წელს 601 მილიონი იყო, დღეს დაფინანსება უშუალოდ განათლების სამინისტროს ქვეშ არის 2 მილიარდ 700 მილიონი.

„ამ დაფინანსებას თუ დავუმატებთ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტს, რომელიც არის გადანაწილებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, არის  3 მილიარდ 300 მილიონი. 5,5-ჯერ მეტი. 2100 სკოლის რემონტს რამდენი წელი შეიძლება, დასჭირდეს? პრიორიტეტი რომ არის ეს ჩანს იქიდან, რომ 601 მილიონიდან 3 მილიარდ 300 მილიონამდე არ გაიზრდებოდა განათლების ბიუჯეტი, ეს არის ჩემი არგუმენტი. რამდენჯერმე რომ გაიზარდა მათ შორის რუსთაველის ფონდის ბიუჯეტი და მეცნიერების დაფინანსება, ეგ გეთქვათ ჯერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.