სახელები, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ თქვენს ფინანსურ კეთილდღეობაში

ფინანსები

ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ სახელის პირველი ასო გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების გზაზე, მის ამბიციებზე და ფინანსურ წარმატებაზე. მათი თქმით, განსაკუთრებული ენერგია აქვს იმ სახელებს, რომლებიც იწყება ასოებით H, K და Z - ისინი დაკავშირებულია ციფრ რვასთან, რომელიც ითვლება ძალის, ლიდერობისა და მატერიალური სიძლიერის სიმბოლოდ, წერს Parade.

ნუმეროლოგიის მიხედვით, ციფრი 8 ასოცირდება სატურნის პლანეტასთან, რომელსაც ესოთერულ პრაქტიკებში „კარმული გაკვეთილების მასწავლებელს" უწოდებენ. ითვლება, რომ ეს ენერგია ქმნის სიმწიფეს, პასუხისმგებლობას და შესაძლებლობას მიაღწიო მაღალ შედეგებს, განსაკუთრებით ბიზნესისა და ფინანსების სფეროში.

ასო H
H-ით დაწყებული სახელები აღწერილია როგორც ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანები. ნუმეროლოგები მიიჩნევენ, რომ ისინი არ ერიდებიან სირთულეებს და შეუძლიათ მიაღწიონ ამბიციურ მიზნებს მათი შეუპოვრობის წყალობით.

ასო K
K-ით დაწყებული სახელები დაკავშირებულია პასუხისმგებლობასთან და გამძლეობასთან. მათ აქვთ დიდ სირთულეებთან გამკლავების ძალა, რთულ სიტუაციებში მშვიდ გონებას ინარჩუნებენ. 

ასო ZZ-ით დაწყებული სახელები ითვლება იშვიათად და, ამიტომ, მიიჩნევიან, რომ ისინი ძლიერ ენერგეტიკას ფლობენ. მათ მფლობელებს მიაწერენ ლიდერულ თვისებებს, ავტორიტეტულობასა და უნარს მართონ სხვა ადამიანები.