რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს ეხმიანება, რომელიც განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.
კირცხალიას თქმით, მთავარია საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა არგუმენტირებული პასუხი ამ რეფორმის ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ.
„კიდევ ერთი დებატი, ამჯერად განათლების რეფორმის ირგვლივ.
ე.წ ექსპერტების სრული ფიასკო, მათი ამ თემის ირგვლივ სრული არაკომპეტენტურობის ლუსტრაცია, ნული არგუმენტი, ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის არასწორად წარმოჩენის კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც საჯაროდ და სამარცხვინოდ ჩაუვარდათ!!
რაც მთავარია - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინა არგუმენტირებული პასუხი ამ რეფორმის ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ! ეს არის მთავარი! საზოგადოებას სჭირდება მსგავსი ფორმატი, საიდანაც გამოიტანს დასკვნას ყველა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით“- წერს ირაკლი კირცხალია.