ალიმენტის გადაუხდელობისთვის ბრალდებული მამაკაცი პოლიციას საწოლის ქვეშ დაემალა

დამალული კაცი

ვარშავაში პოლიციამ დააკავა 44 წლის მამაკაცი, რომელიც ალიმენტს არ იხდიდა და პოლიციამ მას დაპატიმრების მიზნით სახლში მიაკითხა. მამაკაცი დაკავების თავიდან ასაცილებლად საწოლის ქვეშ დაიმალა. ამის შესახებ იტყობინება ვარშავის პოლიცია. (უცხოეთი)

სამართალდამცველებს მამაკაცმა კარი არ გაუღო. მოგვიანებით, კარი პოლიციელებს ოჯახის სხვა წევრმა გაუღო, სახლში შეიპატიჟა და უთხრა, რომ მამაკაცი ადგილზე არ იმყოფებოდა.  თუმცა, დეტექტივებმა შეამჩნიეს ძაღლის უცნაური ქცევა: ცხოველი საწოლს უყურებდა, რომლის ქვემოდანაც მამაკაცის ფეხები მოჩანდა.

პოლიციამ მამაკაცი საწოლის ქვემოდან გამოიყვანა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.