მნიშვნელოვანი ცვლილება იტალიის საიმიგრაციო კანონმდებლობაში - ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
1772052075
სიტყვა სანქცია არასწორია ყველა მიმართებით, „იმედთან“ მიმართებით ჩვენ სანქციაზე გვაქვს საუბარი? ეს არის თავდასხმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოებას ყველაფერს ხედავს და მსგავსი ნაბიჯები კონტრპროდუქტიულია.
„დიპლომატიური პასპორტები, უვიზო, ამას ჩვენ სანქციად არ განვიხილავთ, ეს არის თავდასხმა სუვერენულ სახელმწიფოზე, თითოეული ეს ბინძური ნაბიჯი არის თავდასხმა დამოუკიდებელ ქვეყანაზე და დღეს გაბედეს ბევრ სიბინძურესთან ერთად თავისუფალ სიტყვას და მედიას დაარტყეს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ყოველდღე ხდება ქართული ოპოზიციის ლუსტრირება.
„ყოველდღე, ყოველი მათი განცხადებით ხდება მათი [ოპოზიცია] ლუსტრაცია, მათი რეალური გენომის. ეს არის ხალხი, რომელთაც მოაწერეს ხელი და ითხოვეს საკუთარი ქვეყნის სანქცირება. ეს არის ხალხი, რომელიც ჩადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში, დერეფნებში დარბოდა, იჯდა ჰელსინკის კომისიაში და საკუთარ ქვეყანას ცრუ ბრალდებებით ამხელდა. ეს არის ხალხი, ქართული პასპორტის და არა მხოლოდ ქართული პასპორტის მქონე, რომელიც დარბის და ყველაფერს აკეთებს, რომ დაასანქციროს თავის ქვეყანა, რომ ამით აამოს თავიანთ პატრონს და მოვიდეს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.