მოპარულია ოქროს მონეტები, სამკაულები და თანხა - საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით ქართველი დააკავეს

საბერძნეთის პოლიცია

საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 36 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, კაცი თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსის გაქურდვის დროს დაიჭირეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბოლო 10 თვის განმავლობაში 9 სახლი გაქურდა. ზარალი საერთო ჯამში 155 000 ევროს აღწევს.

მოპარულ ნივთებს შორისაა: 114 ცალი ინგლისური ოქროს მონეტა, ძვირფასი სამკაული და 1600 ევრო ნაღდი ფული, ელექტრონიკა და პირადი ნივთები.

ასევე დადგინდა, რომ კაცი საბერძნეთის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა.