ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
„დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ ჩვენ რეალობის აღქმის სურვილს და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა. პირიქით, ხდება ამ რეალური სურათის გადაფარვა სხვადასხვა მეთოდებით და საკითხებით და რეალურ საჭიროებებზე საერთოდ არ ხდება ყურადღების გამახვილება. ამის მაგალითია, დღევანდელი ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით. წარმოუდგენელია ზოგადად თუ როგორც ხდება ამ ურთიერთობების წარმართვა, რა მეთოდებით, როგორია საქართველოსთან დამოკიდებულება.
გულსატკენია პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ევროკავშირისადმი და ევროპისადმი ყველასთვის კარგად ცნობილია და ამ პირობებში, რომ ასეთ ქვეყანას ერთგვარად ზურგს აქცევ და მერე ყველაფერს მას დააბრალებ, რა თქმა უნდა, ეს ყოველგვარ რაციონალურ აზრს არის მოკლებული,“ - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა მოკლე გასაუბრება მარტა კოსთან. „ჩვენ გვქონდა ძალიან მოკლე გასაუბრების შესაძლებლობა, თუმცა კიდევ ერთხელ, დღევანდელი ბიუროკრატია ბრიუსელში არ არის მზად იმისთვის, რომ რაციონალურ საკითხებზე იყოს საუბარი და ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განვიხილოთ რეალურ სურათში და ჩარჩოში და დავანებოთ თავი რაღაც აღქმების შექმნას, მერე მათ დაჯერებას და ამ აღქმებით მოქმედებას.
სამწუხაროდ, დღევანდელ ბრიუსელში, ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ მძლავრია ის სურვილი, რომ შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმაა ისაუბრა საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ არაობიქტურ შეფასებებზეც.„ ევროპარლამენტში რომ მომხსენებელი იქნება ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც, ძალიან კარგად ვიცით, რომ უბრალოდ მოკლებულია შესაძლებლობას, რომ რაიმე სახის ობიექტური შეფასებები გააკეთოს საქართველოსთან დაკავშირებით და მერე რომ ამ ანგარიშებს დაეყრდნობიან, იქ რაიმე რაციონალურზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია და წარმოუდგენელია“ - განაცხადა მინისტრმა.