წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის და არა იმ აგენტურისთვის, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას, რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიას, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკაში დიალოგის ადგილი არ არის რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილებით ხელში.
“დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკაში დიალოგი სად არის? ეს ხომ არ არის რუსთაველის გამზირზე მოლოტოვის კოქტეილებით ხელში? ჰქონდათ მანდატი, ჩვენი მხრიდან იყო პასუხი, რომ სწორედ ამ დიალოგის, ჯანსაღი ოპონირების შანსი ამ ხალხმა თავიანთივე პატრონების დავალებით ხელიდან გაუშვა და დაიტოვა ერთი ნარჩენი კუდი, რომელიც შემოვიდა პარლამენტში. რას ამბობენ ჩვენი ე.წ. ოპონენტები არ ვაქცევთ დიდ ყურადღებას, ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებას, ფაქტი სახეზეა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით”, - განაცხადა კირცხალიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის.
“საქართველოში უნდა გამოინახოს პოლიტიკური ველი ჯანსაღი ოპოზიციისთვის და არა იმ აგენტურისთვის, რომელიც ღალატობს თავის ქვეყანას და თითოეული მათი ქმედება არის ანტიკონსტიტუციური, ექსტრემისტული და მიმართული ქვეყნის ჩამოქცევისკენ. რა უნდა ვესაუბრო გვარამიას, სააკაშვილის პარტიაა, რომელიც ყიდდა თავის ქვეყანას 2012 წლამდე და რომელიც ყიდის დღეს, უსამშობლოთა გაერთიანებას რა უნდა ვესაუბრო?”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.