თბილისში დაკარგულ სტუდენტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1779912024
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
„როდესაც ნიკა გვარამია, ვაშაძე, ჩერგოლეიშვილი, ეს აგენტურა უდგას სათავეში ნებისმიერ პარტაქტივს, არ ვიცი რომელი დანაყოფებიდან ჰყავდათ შეკოწიწებული 2 000-3 000 კაცამდე პარტაქტივი, ყველა იდეა, ყველაფერი რაც დაკავშირებულია ქვეყანასთან, სამშობლოსთან, დემოკრატიასთან, წინსვლასთან, ადამიანის უფლებებთან ამორალურია ამ ადამიანებთან. ერთია ვინ უდგას ამ აქციებს სათავეში და მეორეა რა უდევს ამ აქციას საძირკველში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.