წყალი 26 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773256066
როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
მისი შეფასებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი ნორმები, რომელიც მალე ამოქმედდება, ძალიან მნიშვნელოვანია.
„როდესაც ვსაუბრობთ ჯანსაღ პოლემიკაზე, ჯანსაღ გამოხატვის თავისუფლებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ოპონირებაზე, რა თქმა უნდა აქ უდიდესი წვლილი მედიას შეაქვს. ისინი ხელს უწყობდნენ პოლარიზაციას და გახსოვთ ის არნახული ბულინგი, რომელიც ხორციელდებოდა თუნდაც ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ, ის სრულიად ანტიკოლეგიალური დამოკიდებულება. საზოგადოების გახლეჩა იყო მათი მთავარი დავალება. ეს იყო ხალხი, რომელმაც ხელი ჩამოართვა, სტუდიაში მიიწვია და გმირად გამოაცხადა ახალგაზრდა, ბიჭი, რომელმაც დედაზე თქვა უარი. ეს ბიჭი იყო ამათი აქტივისტი, ჩათრეული ამათ ამაზრზენ მოძრაობაში, რომელმაც თქვა, დედა აღარ მყავსო და ეს შეუქეს. ოჯახებში თესავდნენ პოლარიზაციას ეს უსინდისოები, ეს იყო დანერგილი ტელევიზიებშიც. ყველა ტელევიზია უშვებდა გადაცდომას, მაგრამ თუ „იმედზე“ მაქვს საუბარი, თქვენი მხრიდან საინფორმაციოში რაიმე გადაცდომა კენჭის სროლაა, ლოდთან შედარებით. როდესაც საზოგადოებიდან დაკვეთაა, რომ იყოს ჯანსაღი სიტუაცია როგორც პოლიტიკაში, ასევე მედიაში, კეთილი ინებონ, გააშუქონ და საზოგადოებრივი აზრი ყველა მხრივ წარმოადგინონ კორექტულად“, - განაცხადა კირცხალიამ.