რა სიმპტომები ახასიათებს დენგეს ვირუსს, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა
1779913441
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
“როცა საქმე პოლიციას ეხება, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ამ ინსტიტუციას, ძალიან მაგარ ბიჭებს, გმირებს, რომლებიც სახლიდან გადიან და არ იციან დაბრუნდებიან თუ არა, ეს ბიჭები და გოგოები ამაზე მიდიან და ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. ჩვენ პატივს ვცემთ მათ მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას აყენებს ჩრდილს. გამოძიება დაწყებულია, საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უახლოეს მომავალში პროკურატურა გააკეთებს განცხადებას”, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„საქართველოს პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ - ქვე პუნქტით გამოძიება დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.