ინტერნეტში ხელმისაწვდომია კონკრეტულად ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა და ინფორმაცია, რომელზეც არის ძირითადად საუბარი - ირაკლი ფავლენიშვილი "ჰადსონის ინსტიტუტზე“

ირაკლი ფავლენიშვილი

"ჰადსონის ინსტიტუტის“ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც გიორგი კანდელაკმა და ლუკ კოფიმ მოამზადეს, Washington Post-ი სარედაქციო წერილს აქვეყნებს. რედაქტორთა კოლეგია სტატიაში წერს, რომ საქართველო ამერიკას შორდება და ირანის ორბიტაზე გადადის.

სტატიის ავტორები არგუმენტად ასახელებენ "ჰადსონის ინსტიტუტის" ბოლო ანგარიშს, სადაც კოფი და კანდელაკი წერენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ირანთან საეჭვო კავშირები აქვს, თუმცა, ტრადიციულად, ამის დამადასტურებლად არცერთი ფაქტი და მტკიცებულება არ მოჰყავთ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, "ჰადსონის ინსტიტუტის" შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში საჯაროდ არის ხელმისაწვდომი.

"ინტერნეტში არის ხელმისაწვდომი, კონკრეტულად ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა, ინფორმაცია და საჯაროდ არსებობს ყველა ის ინფორმაცია, რომელზეც არის ძირითადად საუბარი. ეს იმდენად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების საკითხია, რომ სამეცნიერო სტატიების მაგივრად, უნდა იბრძოდნენ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.