ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა

ილია დარჩიაშვილი

2023 წლის 20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ილია დარჩიაშვილი შეხვდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ანტონიო ტაიანის.

ილია დარჩიაშვილი და ანტონიო ტაიანი ხელს მოაწერენ იტალიასა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის ინიცირების შესახებ დეკლარაციას. ასევე საქართველოსა და იტალიას შორის კულტურის და მეცნიერების სფეროში 2023-2027 წლებისთვის აღმასრულებელ პროგრამას.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.