გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გავეცნოთ პროგრესს თითოეულ მიმართულებაზე - თორნიკე ჭეიშვილი პრემიერის ანგარიშზე

თორნიკე ჭეიშვილი

 პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, რომელსაც ირაკლი კობახიძე დღეს საკანონმდებლო ორგანოში წარადგენს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეხმაურებიან. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, მთავრობის მეთაურის მიერ წარმოდგენილ ანგარიში, რომელიც წერილობით დოკუმენტშია ასახული, მაღალ შეფასებას იმსახურებს.

"მონაცემები, რომელიც არის ასახული წერილობით დოკუმენტში და ის პერმანენტული ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ხდება ცნობილი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს. გვექნება შესაძლებლობა, კიდევ უფრო დეტალურად გავეცნოთ პროგრესს თითოეულ მიმართულებასთან მიმართებით," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

რამდენიმე საათში საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან. მთავრობის მეთაური პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის მიხედვით, ქვეყანამ ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც - აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გეგმით მიმდინარეობს. რაც შეეხება საგარეო კურსს, პრიორიტეტად კვლავ ევროკავშირთან ჰარმონიზაცია და NATO-ში ინტეგრაციაა დასახელებული. წარდგენილი დოკუმენტი მოიცავს გასული წლის პირველი ივნისიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით პერიოდს.