პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების რისკების გამწვავებას არ გამორიცხავს

დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების რისკების გამწვავებას არ გამორიცხავს. ამის თაობაზე დონალდ ტუსკმა გდანსკში გამართულ „აღმოსავლეთ ფლანგის სამიტზე“ განაცხადა. ტუსკის თქმით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ევროკავშირისგან უფრო აქტიური მხარდაჭერა სჭირდებათ.

„არავის ეპარება ეჭვი, რომ აშშ-ის ნატოში ყოფნა და თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ევროპისა და კონტინენტის ქვეყნების უსაფრთხოებას ემსახურება. ვითარება უკიდურესად არასტაბილურია. მომდევნო კვირებსა და თვეებში შეიძლება ველოდოთ ესკალაციის სხვადასხვა ფორმას. მე ეს არაერთხელ მითქვამს. ჩვენ გვსურს მოვემზადოთ, როგორც ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც პირდაპირ ექვემდებარებიან ამ რისკს, რადგან საერთო საზღვრები გვაქვს რუსეთთან, ბელარუსთან და უკრაინასთან“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.